ზეინდარის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ 
31-10-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს. 

მასწავლებელმა, მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. ის პატარებს მიესალმა, მათთან ერთად შეაჯამა წინასაანბანო პერიოდი, მიულოცა ეს ღირსშესანიშნავი დღე. გარდა ამისა, პედაგოგი პატარებს დედაენისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა. შემდეგ კი მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა მონდომებით დაიწყეს.

პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.

„არასდროს დაავიწყდებათ ჩვენს პირველკლასელებს როგორ მოაბრძანა მათ ფანჯრებთან მერცხლებმა ანბანი პირდაპირ იაკობ გოგებაშვილის დედაენიდან... ჩვენი საოცარი მოსწავლეები სიხარულით ელოდნენ ამ დღეს.
წარმატებული მოსწავლეობა გვინდა ვუსურვოთ ჩვენს პატარებს, საყვარელ დალი მასწავლებელთან ერთად“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203