ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურსებში რთავენ.
ამჯერად, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა. მას ისტორიის წამყვანი მასწავლებლი ეკა ტალახაძე ხელმძღვანელობდა.
კონკურსი გაიმართა სამ ასაკობრივ კატეგორიაში - მე-3 - მე-5 კლასი, მე-6 - მე-8 კლასი, მე-9- მე-11 კლასი. მის მიმდინარეობაში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა ჩაერთო. მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ღირსეულად იასპარეზეს.
მეორე ტურში შემდეგი კლასები გადავიდნენ:
- მე-4 კლასი (დამრ.ი.კაკაურიძე, ნ.შაბურიშვილი, ი.ქვარაია);
- მე-5კლასი (დამრ.ხ.დოლიძე, ფ.ჩიტიანი, მ.იაგანაშვილი);
- მე-6 კლასი (დამრ.ე.ტალახაძე);
- მე-7 კლასი (დამრ.ნ.რუსეიშვილი, თ.მუშკუდიანი, ხ.ობოლაძე);
- მე-8 კლასი (დამრ.მ.მიქაძე);
- მე-9 კლასი (დამრ.მ.ჩიქვინიძე);
- მე-10 კლასი (დამრ.მ.ბარძიმაშვილი, ნ.პოპიაშვილი);
- მე-11 კლასი (დამრ.მ. კობახიძე, თ.აბუთიძე).
სკოლა მოსწავლეებს ამ წარმატებას ულოცავს და მომდევნო ეტაპებზე გამარჯვებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: