თბილისის N14 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
31-10-2022
თბილისის N14 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, მე-101 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნათელა ჩადუნელის ხელმძღვანელობით, პროექტი მოამზადეს. მისი თემა იყო - „მსოფლიოს მნიშვნელოვანი მუზეუმები,საყვარელი მხატვრები და ჩვენი დამოკიდებულება ისტორიული საგანძურის მიმართ“.
მეათეკლასელები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და თემაზე სიამოვნებით იმუშავეს.