ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N2 საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს აქტიურად შეუერთდა.
სკოლაში, მედიაწიგნიერებაში ცოდნის გაღრმავების მიზნით, საინფორმაციო გაკვეთილი ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელის აიდა ჩახოიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
დამხმარე მასწავლებლებმა ბეღექ მანასიანმა და მალვინა წარუკლიანმა მოსწავლეებს ინფორმაცია მედიასა და დეზინფორმაციაზე მიაწოდეს.
მათ მედიაწიგნიერების შესახებ ისაუბრეს. გაკვეთილმა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
საქართველოს სკოლებში მედიაწიგნიერების დღე 25 ოქტომბერს აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები: