აქტიური მოქალაქეები იხტილის საჯარო სკოლიდან - მოსწავლეები სოფლის მცხოვრებს დაეხმარნენ
31-10-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა სათენიკ ლაგზიანმა საინტერესო აქტივობა გამართა.

მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები თავიანთი ინიციატივით დაეხმარნენ იმ ადამიანს, ვისაც ეს ძალიან სჭირდებოდა. აქტივობაში მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

„მოსწავლეებმა განახორციელეს თავიანთი ინიცირებული დახმარების პროექტი და როგორც აქტიური მოქალაქეები თანასოფლელს შინაური ცხოველების საკვების შეგროვებაში დაეხმარნენ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203