ორცვის საჯარო სკოლის პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ
31-10-2022

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ორცვის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პედაგოგმა, ნონა ავალიანმა მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნა, მათ მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა და საანბანო პერიოდის დაწყება ზეიმად უქცია. 

მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203