სარგვეშის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეულთან დაკავშირებით, საინტერესო საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
31-10-2022

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლაში, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, საინტერესო საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა. 

სამოქალაქო საგნის მასწავლებელმა ვალერი ჭიპაშვილმა მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და კომპეტენციების გაზრდის მიზნით, უფროსკლასელებთან ისაუბრა შემდეგ საკითხებზე:

  • რა არის ყალბი ინფორმაცია დღევანდელ ინტერნეტ სივრცეში და რა ზეგავლენას ახდენს ის თითოეულ ჩვენგანზე?
  • რა საფრთხეები არსებობს ონლაინსივრცეში და როგორდავიცვათ თავი ინტერნეტში ნავიგაციისას?

მან ხაზი გაუსვა, რომ ყოველთვის უნდა გადავამოწმოთ ინფორმაცია - რომ არ გავხდეთ ყალბი ინფორმაციის მსხვერპლნი ან გამავრცელებელნი. აუცილებელია, გავიგოთ ინფორმაციის პირველადი წყარო, დავაზუსტოთ მისი ავტორი და სანდოობა. გავიგოთ რამდენად ახალია ინფორმაციაა და გადავამოწმოთ მისი გამოქვეყნების თარიღი.

ბავშვები გულისყურით უსმენდნენ პედაგოგს, მოიყვანეს ცხოვრებისეული მაგალითები და დაგმეს ყალბი ინფორმაციის გავრცელება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203