ალერტკარის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებს ბიოლოგიაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაუტარდათ 
31-10-2022

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ და სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში რთავენ. 

ამჯერად, სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა, სოფიო დარსანიამ მე-10 კლასში ჩაატარა საინტერესო გაკვეთილი თემაზე - „უჯრედი“.

მოსწავლეები გაეცნენ უჯრედის სტრუქტურულ კომპონენტებს: მემბრანას, უჯრედის კედელს, ციტოპლაზმას, ბირთვსა და პლაზმური მემბრანის ფუნქციებს. მოსწავლეებმა გამოიკვლიეს სხვადასხვა მცენარის ფოთოლი ლუპის დახმარებით, ბოლოს კი შეაჯამეს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203