„შაქრის გაზომვა ხილსა და ბოსტნეულში“- საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კვლევა ჩაატარეს
31-10-2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ამჯერად, სკოლაში, საგაკვეთილო პროცესში სამეცნიერო მეთოდი გამოიყენეს. ჩატარდა კვლევა - „შაქრის გაზომვა ხილსა და ბოსტნეულში“. 

მოზამზადებელი სამუშაო ხილის და ბოსტნეულის ერთეულების შეგროვებასა და გარეცხვას მოიცავდა. მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

გაიმართა შემდეგი ეტაპები:

დაკვირვება

  • ხილის და ბოსტნეულის ანათალების მომზადება;
  • წვენის ამოწურვა და სპირტომეტრის მინაზე დაწვეთება;
  • დაკვირვება და მონაცემების აღრიცხვა;
  • მონაცემების დაფიქსირება.

აღწერა

  • მიღებული მონაცემების დაჯგუფება;
  • მიღებულ მონაცემთა ანალიზი.

დასკვნა და ჰიპოთეზასთან შედარება

  • დასკვნის გაკეთება მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით;
  • შედეგების შედარება ჰიპოთეზა 1-თან;
  • შედეგების შედარება ჰიპოთეზა 2-თან.

„ყველა ხილი და ბოსტნეული შეიცავს შაქარს. შაქრის რაოდენობა სხვადასხვა ნაყოფში განსხვავდება. შაქრის რაოდენობის დასადგენად  ხილისა და ბოსტნეულის თითოეულ სახეობაში გადავწყვიტეთ ჩავატაროთ კვლევა და გავზომოთ მისი შემადგენლობა სპეციალური აპარატით – სპირტომეტრით“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203