ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლის, ნინი ბაუჟაძის მოთხრობა კონკურსის საუკეთესო ნამუშევრებს შორის მოხვდა
31-10-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებსა თუ პროექტებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მშობლიური სკოლა მეცხრე კლასის მოსწავლემ, ნინი ბაუჟაძემ ასახელა.

ნინის მოთხრობა სათაურით - „მე? მე მოთხრობა ვარ“ საუკეთესო ნამუშევრებს შორის მოხვდა. მეცხრეკლასელმა ასევე სერტიფიკატი დაიმსახურა. ნინი ლიტერატურულ მასტერკლასებს ესწრებოდა და წერის ტექნიკის ტრენინგ-სემინარები წარმატებით გაიარა. 

„ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროგრამის - „ლიტერატურული ჰაბის“ ფარგლებში შექმნილი წიგნის „ხმა“ პრეზენტაცია გაიმართა.

წელს პირველად, პროზისა და პოეზიის მოყვარულთათვის შეიქმნა ლიტერატურული ჰაბი, რომელმაც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 90-მდე ახალგაზრდა დამწყები მწერალი და პროზაიკოსი გააერთიანა.

პროექტის ფარგლებში აჭარაში მცხოვრებ ლიტერატურის მოყვარულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოეჩინათ საკუთარი თავი, განევითარებინათ წერის ტექნიკა და უნარები, დასწრებოდნენ ლიტერატურულ მასტერკლასებს, სალონურ საღამოს, ტრენინგ-სემინარებს და სხვა.

პროგრამის ფინალურ ეტაპზე კონკურსის გზით შეირჩა ახალგაზრდების საუკეთესო ნამუშევრები, რომელიც წიგნის სახით გამოიცა. პრეზენტაციაზე ახალგაზრდებმა თავიანთი ნამუშევრები წაიკითხეს წიგნიდან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203