ვაზიანის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
31-10-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს უძღვნიან.

სასკოლო საზოგადოებამ ამჯერად მედიაწიგნიერების დღე აღნიშნა.

სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდა, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ეკა ბუთხუზმა წარადგინა.

აღნიშნულ შეხვედრაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა სოციალური მედია, მისი ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება. 

მოსწავლეებმა აგრეთვე, საინტერესო ინფორმაცია გაიგეს fakenews- ის, ფოტო - ვიდეო ფაბრიკაციის და სიძულვილის ენის შესახებ.  

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203