„ჩვენ მივდივართ მუზეუმში“​- ხულგუმოს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებს საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ
31-10-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, მე-4 კლასელებს მე და საზოგადოების საგანში საინტერესო გაკვეთილი თემაზე - „ჩვენ მივდივართ მუზეუმში“ ჩაუტარდათ.

ბავშვები პედაგოგის შეთავაზებულ თითოეულ აქტივობაში დიდი ხალისით იყვნენ ჩართულები. 

მოსწავლეები პედაგოგთან ერთად მუზეუმსაც ეწვივნენ. ბავშვებისთვის მუზეუმში სტუმრობა შემეცნებითი იყო და იქ მიღებული ცოდნა გაკვეთილზე წარმატებით გამოიყენეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203