ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგურამოს ნაკრძალში იმყოფებოდნენ
31-10-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და სწავლისადმი ინტერესის გაზრდაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

ამ მიზნით მათ პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში ეკოტურის სემინარი თემაზე - „თბილისის ეროვნული პარკის, საგურამოს ნაკრძალის ბიომრავალფეროვნება“, ჩატარდა. მოსწავლეები ჯერ სემინარს დაესწრნენ და შემდეგ საგურამოს ნაკრძალი მოინახულეს.

ისინი აქტივობაში უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203