ქვედა სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები - დაჩი სანიკიძე და ბექა ხალვაში ინტელექტუალურ შეჯიბრში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
31-10-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ აქტივობაში ხშირად და დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

მე-4 კლასის მოსწავლეები 2021-2022 სასწავლო წლის „ტვინების ბრძოლის“ გაზაფხულის სეზონის ინდივიდუალურ ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ. 

დაჩი სანიკიძესა და ბექა ხალვაშს სამივე ტურში მიღწეული შედეგების შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. მათი კლასის ხელმძღვანელი ნანი ჯაფარიძეა. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

იხილე ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203