ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ღონისძიებით დაიწყეს
31-10-2022
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა განსაკუთრებულად დაიწყეს.

I კლასის დამრიგებელმა გაიანე მარკოსიანმა, ზეიმი ჩაატარა, რომელიც ასობგერა „ა“-ს და ანბანის სამყაროს მიეძღვნა.

საზეიმო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წარმოთქვეს და სიმღერები შეასრულეს.

აღნიშნულმა ღონისძიებამ მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას - პედაგოგებს, მშობლებს საზეიმო და ხალისიანი განწყობა შეუქმნა.

აღსანიშნავია, რომ პირველკლასელები ანბანის სწავლას დიდი გულმოდგინებით შეუდგნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203