ვანის N2 საჯარო სკოლა „ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსის მეორე ადგილის მფლობელია
13-04-2018
ვანის N2 საჯარო სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსში მონაწილეობდა. სკოლის ფიზიკოსთა გუნდმა პროექტით „მეხანძრის ტანსაცმელი დინამიკური თბომედეგობით“ კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა.
კონკურსს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე მარიამ ჯაში და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.
ვანის N2 საჯარო სკოლა მადლობას უხდის ვანის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე გოგორიშვილს, ვანის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ივანე კორძაძეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების ასოცირებულ პროფესორ მიხეილ კოტიშაძეს, სკოლის ფიზიკის მასწავლებელს მარინე ლორთქიფანიძესა და სკოლის კურსდამთავრებულ ბიჭიკო პაიკიძეს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“