ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების დღე საინტერესოდ აღინიშნა
31-10-2022

მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს შეუერთდა. 

სკოლაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ, მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა. 

მოსწავლეებმა, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სახის ნამუშევრები წარმოადგინეს.

მე-12 კლასის მოსწავლემ საბა ძაგნიძემ ესეში - „მედიაწიგნიერების მნიშვნელობა“, მედიაწიგნიერების უნარის განვითარებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობის და სოციალური ქსელებში ყალბი პროფილების ამოცნობის ხერხებზე ისაუბრა.

მე -7 კლასის მოსწავლემ ლიზი ქაროსანიძემ სოციალურ ქსელებში ფოტოების და ვიდეოების განთავსების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გამართა. ანასტასია ფუტკარაძემ კი პოსტერები შექმნა სასარგებლო რჩევებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სკოლებში მედიაწიგნიერების დღე 25 ოქტომბერს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203