დაბა კაზრეთის N1 სკოლის X კლასის მოსწავლე ანი მენაბდიშვილი კონკურსში „საუკეთესო ესეს ავტორი“ გახდა
31-10-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ანი მენაბდიშვილი კონკურსში - „ჩემი თვალით დანახული სოფლად მცხოვრები ქალი“, მონაწილეობდა. 

კონკურსი „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმამ“ ჩაატარა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ 3 ნომინაციაში - ესეების კონკურსი, ფოტო კონკურსი და ნახატების კონკურსი.
გამარჯვებულებს შორისაა ანი მენაბდიშვილი ნომინაციაში „საუკეთესო ესეს ავტორი."

გაიმართა დასკვნითი ღონისძიებაც, სადაც ისინი სიგელებითა და ფულადი საჩუქრებით დაიჯილდოვდენ. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ანის და მრავალ წარმატებას ვუსურვებთ“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203