ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით ძველ თბილისს ესტუმრნენ
31-10-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-სასკოლო ექსკურსიაზე თბილისში იმყოფებოდნენ. 

მეოთხე და მეხუთე კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნონა რაზმაძის, ხელმძღვანელობით, ძველი თბილისი მოინახულეს. მათ ბოტანუკირი ბაღი, მეტეხის და სამების ტაძარები დაათვალიერეს.

ბოლოს, თბილისის ციფრულ სივრცეში გადაინაცვლეს, ნანახმა მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია. მათ იქვე, ქართულ ოთახში „ხმელ წიფელს“ უყურეს. 

აქტივობამ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და სწავლისადმი ინტერესის გაზრდაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. სწორედ ამ მიზანს ემსაზურებოდა ეს სასწავლო ექსკურსიაც. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203