ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანმა პედაგოგმა - თამარ სამსონიძემ მასწავლებელთა ონლაინ კონფერენცია ჩაატარა
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანმა მასწავლებელმა - თამარ სამსონიძემ სხვადასხვა საგნისა და რეგიონის პედაგოგებთან თანამშრომლობით, მასწავლებელთა ონლაინ კონფერენცია განახორციელა.
ის დისტანცურად - Teams-ის გამოფენებით ჩატარდა. კონფერენცია მასწავლებლის პროფესიული წინსვლის ფარგლებში, გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ თამარ სამსონიძე მოსწავლეთა განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგია.
კონფერენციას პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის" კონსულტანტ-მასწავლებლები: თამარ აბესაძე და მარინე ტაკაშვილი ესწრებოდნენ.
მასში სხვადასხვა საგნისა და სკოლების პედაგოგები მონაწილეობდნენ. მათი თემები შემდეგი იყო:
1.თამარ სამსონიძე - ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ ღების საჯარო სკოლა
საგანი: ინგლისური ენა
თემა - „თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები და მათ შორის განსხვავებები“;
2. ინგა ხერგიანი - შუახევის მუნიციპალიტეტის ამირან მუმლაძის სახელობის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლა/ „ასწავლე საქართველოსთვის“
საგანი: ინგლისური ენა
თემა:„დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები“;
3. მანანა ბურჯანაძე მოსე ხონელის სახელობის N1 საჯარო სკოლა
თემა: „გლობალური მოქალაქეობა/მოქალაქეობრივი განათლება“;
4. მირანდა ხურცილავა - მოსე ხონელის სახელობის N1 საჯარო სკოლა
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
თემა: „ინკლუზია, მრავალფეროვნება და უნივერსალური დიზაინი“;
5. მარიამ გიორგაძე - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლა
საგანი: დაწყებითი განათლება
თემა: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა“;
6. მირანდა გიორგაძე - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლა
თემა: „განმავითარებელი შეფასება“;
7. თინათინ ბერიძე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის საჯარო სკოლა/ „ასწავლე საქართველოსთვის“
თემა: „ბავშვთა უფლებები;არაფორმალური განათლების როლი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში";
8. შორენა გიორგაძე - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლა
საგანი: დაწყებითი განათლება
თემა: „კომპლექსური დავალებები,მათი დადებითი მხარეები და გამოწვევები“;
9. ლიკა ხურცილავა - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიჯვარის საჯარო სკოლა
თემა: „ელექტრონული პლათფორმის გამოყენება სასწავლო პროცესში“;
10. თინათინ დიასამიძე - მესტიის N3 საჯარო სკოლა
საგანი: დაწყებითი განათლება
თემა: „ცნობიერების ამაღლება ინკლუზიური განათლების მიმართულებით და მშობლების მხარდაჭერა“;
11. მარიამ იობაძე - ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლა
თემა: „სწავლების ინოვაციური მეთოდები და მათი დანერგვის სტრატეგიები“;
12. ინგა ბეშკენაძე - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლა
საგანი: დაწყებითი განათლება
თემა: „მშობელთა ჩართულობა და მათი როლი სასწავლო პროცესში".
ჩატარებული კონფერენციის მიზნები იყო:
- სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება;
- პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება;
- მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ-პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება.
- თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლებისათვის ხელის შეწყობა.
მოსალოდნელი შედეგებია:
- მიღებული გამოცდილების საფუძველზე არადისტანციური და დისტანციური სასწავლო პროცესის დაგეგმვა / წარმართვა;
- თანამშრომლობის გზით მასწავლებელთა პროფესიული განვითრება;
- სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლება.
კონფერენციის პრიორიტეტული საკითხები იყო:
- დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები/დემოკრატიული კულტურა;
- გლობალური მოქალაქეობა/მოქალაქეობრივი განათლება;
- ინკლუზია,მრავალფეროვნება და უნივერსალური დიზაინი;
- გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა;
- დიფერენცირებული სწავლება;
- განმავითარებელი შეფასება;
- ციფრული მედეგობა;
- განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისათვის;
- არაფორმალური განათლება(პროექტები,კლუბები,წრეები);
- კომპლექსური დავალებები,მათი დადებითი მხარეები და გამოწვევები;
- ელექტრონული პლათფორმის გამოყენება სასწავლო პროცესში;
- ცნობიერების ამაღლება ინკლუზიური განათლების მიმართულებით და მშობლების მხარდაჭერა;
- დისტანციური სწავლების მიგნებები და უპირატესობები;
- სწავლების ინოვაციური მეთოდები და მათი დანერგვის სტრატეგიები;
- მშობელთა ჩართულობა და მათი როლი სასწავლო პროცესში.