„ჩემი ბრჭყვიალა ზაფხული“- ხრეითის N2 სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
31-10-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა პროექტი „ჩემი ბრჭყვიალა ზაფხული“ განახორციელეს, მათ თავიანთი შთაბეჭდილებები, გრძნობები და ემოციები გადმოსცეს. მოყვნენ, თუ როგორ გაატარეს დრო ზაფხულში.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს