ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი შემოდგომას მიეძღვნა
31-10-2022

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ. 

ამჯერად, შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი მე-2 კლასში ჩატარდა. 

ქართულის, ბუნებისა და ხელოვნების ინტეგირიგებულ გაკვეთილს პედაგოგი ნანული არაბიძე უძღვებოდა. მისი თემა შემოდგომა იყო.

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. მათ საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს და საინტერესო აქტივობები განახორციელეს. 

„მოსწავლეებმა ხალისით წარადგინეს საკუთარი ნახატები, აპლიკაციები, თეატრალიზებული სანახაობა, სახელდახელოდ ჩურჩხელებიც ამოავლეს; თავიანთ ნაკეთობებს შეუსაბამეს შესწავლილი პროგრამული თუ კლასსგარეშე მხატვრული და საინფორმაციო მასალები“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203