გორისის საჯარო სკოლაში, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლები, საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდა
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა და სასკოლო საზოგადოებამ საქართველოს სხვა სკოლების მსგავსად მრავალფეროვანი კვირეული გამართა.
მე-6, მე-7, მე-8, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა მედიაწიგნიერების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს. გაეცნენ ციფრულ სამყაროში უსაფრთხო ნავიგაციასთან დაკავშირებულ უნარებს და იმსჯელეს თითოეულის მნიშვნელობაზე. ასევე, როგორ ამოიცნონ დეზინფორმაცია და არ გახდნენ მისი გამავრცელებლები.
ბავშვებმა შემდეგი აქტივობები - „გაფუჭებული ტელეფონი“ და „გაშეშებული კადრი“ - ფოტომანიპულაცია შეასრულეს.
მრავალფეროვანი კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა თემატური რეკლამა და პოსტერები შექმნეს.
იხილეთ ფოტოები: