ეწრის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ჭელიშვილი „თერჯოლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელია
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ბრწყინვალედ იასპარეზეს. „თერჯოლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული სწორედ ამ სკოლის მოსწავლე ელენე ჭელიშვილმა დაიმსახურა.
კონკურის პირველ ეტაპზე შემდეგი 10 მოსწავლე მონაწილეობდა:
- ელენე ჭელიშვილი - XI კლასი;
- ანანო ზარნაძე - X კლასი;
- მარი უკლება - X კლასი;
- ქეთა ზარნაძე - X კლასი;
- ლუკა აბესაძე - X კლასი;
- ნინი ხუციშვილი - IX კლასი;
- თამარი პატარიძე - IX კლასი;
- ლიზი კუბლაშვილი - IX კლასი;
- ომარი აბესაძე - IX კლასი;
- ელენე ლომთაძე - IX კლასი.
მათგან ორი - ლუკა აბესაძე და ელენე ჭელიშვილი მეორე ეტაპზე გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.
იხილეთ ფოტო: