კორტოხის საჯარო სკოლაში, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში მედიაწიგნიერების დღე მრავალფეროვანი კვირეულის ფონზე აღინიშნა.
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით შემეცნებითი საღამო ჩატარდა, რომლის ხელმძღვანელიც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გულვარდი ბოლქვაძე გახლდათ.
სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს თითოეულ მონაწილეს და მადლობას უხდის პროექტის ხელმძღვანელს.
იხილეთ ფოტოები: