„ოქროსფერი შემოდგომა“ - შთამბეჭდავი ღონისძიება რიყეთის საჯარო სკოლაში
28-10-2022
მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები ხშირად იმართება.

სკოლაში გამართული თითოეული ღონისძიება მოსწავლეთა ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ემსახურება.

ამჯერად, ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა, რომლის ფარგლებში სკოლის გარემო თემატურად იყო გაფორმებული.

შთამბეჭდავი ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ თეონა კოჩალიძის ხელმძღვანელობით, I-XII კლასების ხელმძღვანელებთან აქტიური თანამშრომლობით გაიმართა.

ღონისძიებაში ჩართული იყო რიყეთის სასოფლო ბიბლიოთეკა და რიყეთის კულტურის სახლი. 

სასკოლო საზოგადოება საშემოდგომო ნობათიც გამოფინა. შემოქმედმა მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შემოდგომის ფოთლებისგან აპლიკაციები დაამზადეს და ნახატები დახატეს.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ როგორ უწყობენ ხელს ბავშვებს ნიჭის გამოვლენაში.

„სკოლა გვასწავლის რეალობის გაგებას. სკოლაში სიარული ნიშნავს გონების და გულის გახსნას რეალობისთვის, მისი ასპექტების, მისი ზომების სიმდიდრით. მადლობა თითოეულ მონაწილეს თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203