თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.ამჯერად, საბუნებისმეტყველო კათედრის თავმჯდომარის, ფიქრია ქოჩიაშვილის ხელმძღვანელობით სკოლაში ღონისძიება - „გოდოგნის ფლორა“ გაიმართა, სადაც VII, VIII, IX, X, XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე კლასებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს სამ კატეგორიაში:
- I -II კატეგორიაში VIII, IX, X, XI კლასების მოსწავლეებმა სოფელ გოდოგნის ფლორისა და ჰერბარიუმის პრეზენტაცია გამართეს;
- III კატეგორიაში, რომლის სახელწოდებაც იყო - „საშემოდგომო გამოფენა“, ფოთლებისგან საკუთარი ხელით შექმნილი ნახატები VII კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს.
სკოლა მადლობას უხდის საგნის მასწავლებელსა და მოსწავლეებს ამ ლამაზი ღონისძიების წარმოდგენისთვის.
იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა: