„საქართველოს კუთხეები“ - ტრადიციად ქცეული ღონისძიება ბალღოჯიანის საჯარო სკოლაში
28-10-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლაში ტრადიციად ქცეული სასკოლო ღონისძიება - „საქართველოს კუთხეები“ ჩატარდა.
კლასების მიხედვით განაწილდა საქართველოს კუთხეები. მოსწავლეებმა მოიძიეს შერჩეული კუთხის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები და კუთხის დამახასიათებელი აქსესუარებით მოაწყვეს ტერიტორია.
ასევე შესაბამისი კუთხის დამახასიათებელი ხალხური ცეკვითა და სიმღერით გააფორმეს ღონისძიება.
ტრადიცული ღონისძიების მომზადებაში მთელი სასკოლო საზოგადოება და ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად იყვნენ ჩართულები.
ღონისძიება იყო მრავალფეროვანი, აქტიური და ხალისიანი.
სწორედ მისი წყალობით სასკოლო ცხოვრება კიდევ გალამაზდა და გახალისდა.
აღსანიშნავია, რომ ჩატარებული ღონისძიებით როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლებიც მეტად კმაყოფილნი იყვნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს