„დღე მწუხარებისა და დღე დამოუკიდებლობის“ - ეშტიის N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილზე ისაუბრეს
13-04-2018
ეშტიის N1 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრების ორგანიზებით ღია გაკვეთილი - „დღე მწუხარებისა და დღე დამოუკიდებლობის“ ჩატარდა. გაკვეთილი 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა.
მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი ისტორიული მოვლენები მიმოიხილეს. დისკუსიის ბოლოს კი სკოლის აღსაზრდელებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი - ,,აპრილის სუსხი“ ნახეს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“