ხარაგაულის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.
ბავშვებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში პედაგოგის, ელენე ჟღენტის ხელმძღვანელობით შეაბიჯეს, რომელმაც მოსწავლეებს თემატურად გაფორმებული საკლასო ოთახი დაახვედრა.
„ჩემმა პატარებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს. ვულოცავ მათ ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებ ულევ წარმატებას!“, - აღნიშნა პედაგოგმა, ელენე ჟღენტმა.
აღსანიშნავია, რომ პირველკლასელები სწავლას დიდი გულმოდგინებით შეუდგნენ.
იხილეთ ფოტოები: