ვაშლევის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა
28-10-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლაში, პროექტის ფარგლებში, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. 

მასში 1-ელი - მე-8 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

პრეზენტაციას მოხალისე თანატოლ-განმანათლებლები: შოთი წიქარიშვილი, ლიზი წიქარიშვილი და ელენე თხელიძე უძღვებოდნენ. შემდეგ მოსწავლეებმა ხელების დაბანისა და ჰიგიენის მნიშვნელობაზე სახალისო სავარჯიშოები შეასრულეს. 

მათ ჰიგიენის თემაზე მომზადებული ნახატებიც წარმოადგინეს.

პროექტი - „საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისათვის“, „ჰელფინგ ჰენდისა’’ და „ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ასოციაციის’’ მიერ, UNICEF-ისა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203