ბათუმის N8 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში გაიმართა
28-10-2022

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურში რთავენ. 

25 ოქტომბერს, ბათუმის N8 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური კონკურსის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.

მასში 2 ასაკობრივი კატეგორიის (მე-7, მე-8) და (მე-9, მე-10, მე-11) გუნდები მონაწილეობდნენ.

გამარჯვება კი 2- მა გუნდმა მოიპოვა. გამარჯვება წილად ხვდათ მე-8 კლასის გუნდს - „ლაბირინთი“ და მე-11 კლასის გუნდს - „ფრანციუმი“.

მოსწავლეები კონკურსში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

მე-8 კლასის დამრიგებელი ნანა პაპუნიძე გახლავთ, მე-11 კლასის ხელმძღვანელი კი ირინა წიწაშვილია.

პროექტი ორგანიზაცია brains.ge-ს ინიციატივით ხორციელდება. სასკოლო ტურს ორგანიზება გაუწია მე-8 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა დიანა კაპანაძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203