ძეძილეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ
31-10-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მიზნით სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

აღსანიშნავია, რომ მათი მოტივაციის გასაზრდელად, სასწავლო წელიც საზეიმოდ დაიწყო. მასწავლებლები მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203