მარტყოფის N1 სკოლის მოსწავლეებმა უმცროსკლასელებისთვის, მედიაწიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს
28-10-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად სკოლაში მედიაწიგნიერების დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი კვირეული გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში უფროსკლასელმა მოსწავლეებმა - ლიზი ეპიტაშვილმა და ლიკა ლეკიშვილმა II-VI კლასის მოსწავლეებს მედიაწიგნიერების თემაზე პრეზენტაცია წარუდგინეს.

მოსწავლეებმა თანასკოლელებს ასევე ყალბი ინფორმაციის ამოცნობის შესახებ სადისკუსიო კითხვებიც შესთავაზეს და სახალისო აქტივობებში ჩართეს უმცროსკლასელები.

აღსანიშნავია, რომ კვირეულის სლოგანი კი - „გახდი თანატოლგანმანათლებელი“ გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203