ძეძილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს
28-10-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მნიშვნელოვან და ლამაზ თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს ყოველთვის უძღვნიან. მათ შორის, ბავშვებს არც მასწავლებელთა პროფესიული დღის ზეიმი დავიწყებიათ.

სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს მასწავლებელთა დღე მრავალფეროვანი აქტივობების ფონზე მიულოცეს.

ბავშვებმა ამაგდარ მასწავლებლებს, რომელთაც მათ სწავ-განათლებაში დიდი წვლილი აქვთ წრფელი სიტყვებით მადლობა გადაუხადეს.

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203