„არა დეზინფორმაციას“- ქსოვრისის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
28-10-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს უძრვნიან.
ამჯერად, დაწყებითი კლასებში მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში IV კლასის მოსწავლეებმა პროექტზე - „არა დეზინფორმაციას“ იმუშავეს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები დაეუფლნენ შესაბამის ტერმინოლოგიას, შეასრულეს აქტივობები, რათა დაენახათ, როგორ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თავადაც მოახდინეს გაყალბებული ინფორმაციის გადამოწმება .
პროექტის ბოლო ეტაპზე დაამზადეს სლოგანები და სკოლის ეზოში გამართეს აქცია. მათ მოუწოდეს ყველას არ გაავრცელონ ყალბი ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა კლასის ხელმძღვანელი თამუნა ლოხიშვილი გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს