ტყიბულის N2 სკოლის მერვეკლასელებმა, უცხო ენების კათედრასთან ერთად, დიდი ბრიტანეთის შესახებ საგანმანათლებლო ღონისძიება ჩაატარეს
28-10-2022
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, უცხო ენების კათედრამ მე-8 კლასის მოსწავლეებთან და კათედრის ხელმძღვანელ, მარინა ხუციშვილთან ერთად ღონისძიება - Welcome to London ჩაატარა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს დიდ ბრიტანეთზე, მისი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებზე, დედოფალ ელისაბედ მეორესა და მის მოღვაწეობაზე.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის ღონისძიება ძალზედ საინტერესო და შემეცნებითი იყო. მოსწავლეებმა დიდ ბრიტანეთის შესახებ ბევრი საინტერესო დეტალი შეიტყვეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს