ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის პირველ კლასში „ანბანის შემობრძანებისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
პირველკლასელებს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მასწავლებელი მაია მიქაცაძე შეუძღვათ, რომელმაც ბავშვებს თემატურად და ლამაზად გაფორმებული გარემო დაახვედრა.
პედაგოგმა, ბავშვებს ანბანის სწავლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი სწავლა უსურვა.
აღსანიშნავია, რომ პირველკლასელები პედაგოგის შეთავაზებულ თითოეულ აქტივობაში დიდი ხალისით და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტო: