ჭალის საჯარო სკოლაში, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, საინტერესო აქტივობები გაიმართა
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში აქტივობა მედიწიგნიერების კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
მის მიმდინარეობაში მე-7 მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები აქტიურად, დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ სხვა მოსწავლეების წინაშე პოსტერები და ესეები წარადგინეს. შემდეგ დისკუსია - „როგორ დავიცვათ თავი ონლაინ სივრცეში", გამართეს.
აქტივობებმა მოსწავლეებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ხელი შეუწყო.
იხილეთ ფოტოები: