„ამბები აფხაზეთიდან“- თბილისის N62 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ლექცია ისტორიკოსმა წაიკითხა
ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ თბილისის N62 საჯარო სკოლაში აფხაზეთის კულტურის, სორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს წარმომადგენლებს, დირექტორ ელენე შაბურიშვილის თანადგომით, უმასპინძლეს.
ისინი სკოლაში ისტორიის წამყვანი მასწავლებლის ეკა ტალახაძის ორგანიზებულ შეხვედრაზე მიიწვიეს.
ისტორიკოსმა, სიმონ მასხარაშვილმა მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან შეხვედრისას წაიკითხა ლექცია თემაზე - „ამბები აფხაზეთიდან“. ლექცია ინტერაქციულად წარიმართა, დაისვა შეკითხვები, გაიმართა მინიდისკუსია. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით. ისინი წარმოდგენილი ვიდეოკოლაჟით აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ კულტურულ ძეგლებს გაეცნენ.
ლექციის ბოლოს ჩატარდა ბლიც-კითხვების კონკურსი, რომელშიც მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ცათიაშვილმა გაიმარჯვა (დამრიგებელი: მ.კობახიძე).
აღნიშნული პროექტი ქართულ- აფხაზური ურთიერთობების, ისტორიული და კულტურული ასპექტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
იხილეთ ფოტოები: