მერევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და საზოგადოებას ჯანსაღი კვებისკენ მოუწოდეს
28-10-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლაში შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა.
სასკოლო საზოგადოებამ ჯანსაღი პროდუქტების გამოფენა მოაწყო. გამოფენაში ყველა კლასის მოსწავლე და პედაგოგები სიხარულით მონაწილეობდნენ.
ბავშვები აქტივობებში უდიდესი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ და საშემოდგომო ნობათი გამოფინეს. აღნიშნული ღონისძიება სასკოლო პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა და მასწავლებლებმა აქტივობისას ჯანსაღი საკვები წარმადგინეს და საზოგადოებას ჯანსაღი კვებისკენ მოუწოდეს.