აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღოხაშის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან დღეებს სხვადასხვა აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად სკოლაში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა.
მედიაწიგნიერებას სასკოლო საზოგადოებამ პროექტი მიუძღვნა, რომელშიც პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები. პროექტის ფარგლებშივე ბავშვებთან შეხვედრები წარმატებით განხორციელდა.
მასწავლებლებმა მოსწავლეებს განუმარტეს თუ რა არის: მედიაწიგნიერება, ინფორმაცია, დეზინფორმაცია, ტროლი, ბოტი და ა.შ.
მოსწავლეებმა გაიგეს, თუ, როგორ უნდა გაარჩიონ ყალბი ინფორმაცია ნამდვილისგან.
25 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, პლაკატები და ესეები მედიაწიგნიერების შესახებ; ასევე ჩატარდა ზეპირი ვიქტორინა, რომელშიც აქტიურად ჩაერთო ყველა ასაკის მოსწავლე.
იხილეთ ფოტოები: