„იაკობი დედა ენის ფუძემდებელი“- ახალისოფლის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 182-ე წლისთავს კვირეული მიეძღვნა
28-10-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალისოფლის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული კვირეული გაიმართა.
კვირეული სახელწოდებით - „იაკობი დედა ენის ფუძემდებელი“ იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში I, II, III და IV კლასების მოსწავლეებმა ლექსებით, მოთხრობებით სიმღერებითა და სხვადასხვა აქტივობებით თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
დამსწრე საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მათ დამრიგებლებს ასეთი შემეცნებით აქტივობებით დატვირთული ღონისძიების ჩატარებისათვის. სასკოლო საზოგადოებამ ბავშვებს მეტი წარმატებები და ნაყოფიერი დღეები უსურვეს.
მოსწავლეებს შეფასების ნიშნად კი სიგელები დაურიგდათ.
აღსანიშნავია, რომ კლასების დამრიგებლები მუსიკის მასწავლებელსა და ისტორიის პედაგოგს - მ. გვასალიას და ნ. ჭეიშვილს მადლობას უხდიან.
კლასების ხელმძღვანელები კი გახლავთ: ნ. გიგინეიშვილი, ნ. ჭანტურია, დ. გოგიჩაიშვილი და თ. ცხვიტაია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს