დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების დღეს საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
28-10-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში მედიაწიგნიერების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთულ ღონისძიებას ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლები: არუსიაკ აბდულიანი, ვარსენი ხაჩატრიანი, ვარდანუშ ქოსიანი და ვარდანუშ სანოსიანი ხელმძღვანელობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი იყო.