ნოღის საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
28-10-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში მედიაწიგნიერების დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი კვირეული გაიმართა.

საინტერესო კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს თემატური პოსტერები, პრეზენტაციები და ასევე, თემის ირგვლივ, ტესტებზე იმუშავეს.

აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში ბავშვებმა მედიაწიგნიერების შესახებ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიტყვეს.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203