სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
28-10-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს თუ აქტივობებს სთავაზობენ და მოზარდებს სხვადასხვა კონკურსებში რთავენ. 

26 ოქტომბერს, სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა 2022“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. 

კონკურსში სკოლის IX, X, XI და XII კლასების მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობდნენ. 

თამაში უაღრესად დაძაბული, დინამიური და სახალისო აღმოჩნდა. ყველა შეკითხვა ლოგიკურ აზროვნებას ეყრდნობოდა. კითხვაშივე მოცემული მინიშნებების წყალობით, მონაწილეებმა მოახერხეს საკმაოდ მაღალი ქულის მოგროვება.

ტურნირი დასრულდა XII კლასის გუნდ „აბიტურის“ გამარჯვებით. გუნდის კაპიტანი რეზო შარაშიძეა.

კონკურსის კოორდინატორი გახლდათ სკოლის ინტელექტუალთა კლუბის ხელმძღვანელი, პედაგოგი ვარდო ხოზრევანიძე და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203