ქუთაისის N9 საჯარო სკოლის პირველკლასელებს პედაგოგებმა საანბანო პერიოდის დაწყება ზეიმად უქციეს
28-10-2022
ქუთაისის N9 საჯარო სკოლის პირველ კლასებში „ანბანის შემობრძანებას“ საზეიმო გაკვეთილები მიეძღვნა.
სკოლის I1, I2, I3 და I5 კლასების პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით დაიწყეს.
მოსწავლეებს პედაგოგებმა მაქსიმალურად საზეიმო განწყობა თემატურად და ლამაზად გაფორმებული საკლასო ოთახებით შეუქმნეს.
თითოეული პირველკლასელისთვის ანბანის სწავლის დაწყება სასკოლო ცხოვრების დაუვიწყარ მოგონებად დარჩა.
პირველკლასელები სწავლას დიდი გულმოდგინებით შეუდგნენ.
აღსანიშნავია, რომ პირველკლასელებს ქართული ასოების სამყაროში პედაგოგები:ლია ბუცხრიკიძე, რუსუდან კვირკველია, ნანა ჩანქსელიანი და ნანა ბიბილაშვილი შეუძღვნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს