„არა ძალადობას“- მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში VIII-IX-X-XI კლასების მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩატარდა
28-10-2022
წყალტუბოს მუნიპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „მარადმწვანესა" და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა VIII-IX-X-XI კლასების მოსწავლეებისათვის ტრენინგი ჩაატარეს. 

ტრენინგი - „არა ძალადობას“, სამოქალაქო განათლების პროგრამის - „თაობათა დებატები" ფარგლებში, გაიმართა. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. იოანა ჟორჟოლიანმა და ანა ტუკვაძემ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიურ ძალადობაზე ისაუბრეს და სტატისტიკური მონაცემები მოიყვანეს. ლუკა ჩაჩუამ, ელენე კვერნაძემ, მარიამ კუკანიამ და ლიზი ჟორჟოლიანმა პოსტერები წარმოადგინეს. პრეზენტაციისათვის ვიდეო მასალა გიორგი ბაბლუანმა, გიორგი ფაჩუაშვილმა და გურამ ჟორჟოლიანმა მოამზადეს.

ტრენინგი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დამსწრე მოსწავლეებმა გამოათქვეს თავიანთი მოსაზრებები და თემის გარშემო შეხედულებები დააფიქსირეს.

სკოლის სამოქალაქო კლუბი „მარადმწვანეს“ ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თინა დოლაბერიძეა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203