ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს აქტიურად შეუერთდა
28-10-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეულის აღნიშვნას შეუერთნენ. 

კვირეულის ფარგლებში, მე-11 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ხელმძღვანელობით, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მას მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

შეხვედრის მიზანი მედიაწიგნიერების მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. 

შეხვედრაზე ნათია ხოზრევანიძემ და ლიზი შარვაძემ მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ, ამომწურავი ინფორმაცია გააცნეს მონაწილეებს, წარმოადგინეს ვიდეორგოლი. შეხვედრის ხელმძღვანელებმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. 

აქტივობამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203