მაღლაკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა, თინა დოლაბერიძემ საინტერესო ტრენინგი გაიარა
28-10-2022
წყალტუბოს მუნიპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი თინა დოლაბერიძე საინტერსო ტრენინგს ესწრებოდა.

ორგანიზაცია PH Internationale -მ მცირე გრანტების კონკურსი გამოაცხადა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეებს, რათა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.

სამოქალაქო განათლების პროგრამის - „თაობათა დებატები“ ფარგლებში, ქუთაისში RICDOJ - სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის ,,თაოაბათა დიალოგის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი თევზაძემ ტრენინგი ჩაატარა. მისი თემა პროექტების წერა იყო. 

სწორედ აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობდა პედაგოგი თინა დოლაბერიძე. 

„მოწოდებული თემატიკიდან, სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს დაწერონ პროექტი თემაზე - პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა მოსწავლეებში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203